გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი თემა:
რა არის PDF?
საგანი/ პედაგოგი:
ისტ-ი/ირმა ქართველიშვილი
სწავლების საფეხური/კლასი:
დაწყებითი საფეხური/VI კლასი
მოსწავლეთა პროფილი:
11 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროების მიდგომების მოსწავლეები არ არიან.
გაკვეთილის აქტუალობა:
● მოსწავლეები შეისწავლიან PDF ფორმატის დანიშნულებას
● დაათვალიერებენ ამ ფორმატის ფაილებს
 ● ამობეჭდავენ მათვის საინტერესო ინფორმაციას ამ ტიპის ფაილიდან.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები:
1. ჩამოვაყალიბოთ მოსწავლეებში ცოდნა იმის შესახებ თუ რა დანიშნულება აქვს PDF ფორმატის ფაილს
2. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ამ ფორმატის ფაილის გამოყენება (მათი საყვარელი ლექსის, მოთხრობის თუ წიგნის მოძებნა და ამობეჭდვა).
წინარე ცოდნა:
მოსწავლეებმა იციან საძიებო სისტემაში მუშაობა.
შეფასება
მოსწავლეებს შევაფასებ წინასწარ შედგენილი განმსაზღვრელი შეფასების სქემის მიხედვით.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:
,,ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“ - ავტორი: ნინო ჯამასპიშვილი. მასწავლების წიგნი. დაფა , ცარცი ტექნიკური რესურსები: კომპიუტერი, ინერნეტი, http://google.com/პრინტერი
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი:
მისალმება, კლასის ორგანიზება 2 წუთი

გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა

აქტივობა 1 _ შესწავლილი მასალის გამეორება 5 წუთი

გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება

აქტივობა 2 მოსწავლეები იღებენ ცოდნას PDF ფორმატის შესახებ  15 წუთი

გაკვეთილის C ფაზა _ რეფლექსია

აქტივობა 3 ჯგუფური მუშაობა 15 წუთი
კლასი იყოფა 2 ჯგუფად . თითოეული ჯგუფი არჩევს მათ საყვარელ ლექსს, მოთხრობას ან ნაწარმოებს , ეძებს საძიებო სისტემაში, გადმოწერს კომპიუტერში, ამობეჭდავს და შემდეგ თითოეული ჯგუფი აწყობს პრეზენტაციას.

აქტივობა 4 გაკვეთილის შეჯამება 5 წუთი

შეფასება 3 წუთი

No comments:

Post a Comment